Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/137
Title: პოლიტიკური ლიდერები და ელიტები გარდამავალი პერიოდის საქართველოში
Other Titles: თემატური სემინარი
Authors: გიორგაშვილი, ნანა 
Keywords: სოციალური მეცნიერებები;პოლიტიკური ლიდერები საქართველოში
Issue Date: 2018
Description: 
ლიდერი და ელიტა, როგორც ნებისმიერი სოციალური ჯგუფის რჩეული ნაწილი, წარმოიშვება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში: პოლიტიკაში, რელიგიაში, ბიზნესში, სპორტში, ორგანიზაციაში, დამნაშავეთა სამყაროში და ა.შ. განსაკუთრებული როლი აკისრია ლიდერს და ზოგადად პოლიტიკურ ელიტას საზოგადოების ინტეგრაციის, ჯგუფური საქმიანობის ორგანიზაციის საქმეში. ეროვნული ლიდერები და პოლიტიკური ელიტები, განსაკუთრებით გარდამავალ პერიოდში, უზრუნველყოფენ მოსახლეობის საქმიანობის კორდინაცია–მობილიზაციას დასახული ამოცანის შესასრულებლად და არა აქვს მნიშვნელობა საბოლოო მიზანი უტოპიურია თუ რეალური. 1
ლიდერობის ფენომენის ასახსნელად მრავალი თეორია და კონცეფციაა ფსიქოლოგიაში ცალკე დარგად, ლიდერობის ნიშან–თვისებების, მოტივაციების, ფსიქოლოგიური პორტრეტის შემსწავლელი მიმდინარეობა არსებობს. მე–19 საუკუნეში ჩამოყალიბდა „თვისებათა თეორია“ ინგლისელი ანტროპოლოგის ვ.ჰალტონის მიერ, რომელიც თვლის, რომ ლიდერად ადამიანი იბადება და მას განსაკუთრებული, თანდაყოლილი თვისებები გააჩნია; ამ თეორიის თავისებურ ნაირსახეობას წარმოადგენს „ავტორიტარული პიროვნებების“, „ქარიზმული ლიდერობის“, „უდიდესი ადამიანების“ და სხვა კონცეფციები. “თვისებათა თეორიის” ჩიხში შესვლა განაპირობა ლიდერისათვის დამახასიათებელი სავალდებულო ნიშან–თვისებების უსასრულო ჩამონათვალმა, რომელსაც ფლობს ნებისმიერი ადამიანი და პრაქტიკულად შეუძლებელია მისი დეფინიცია. ასევე, პოპულარობით სარგებლობს „მიმდევართა განმსაზღვრელი როლის თეორია,“ რომლის მიხედვითაც მთავარია მიმდევრების როლი და ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება თანდაყოლილ თვისებებს, რადგანაც შესაძლებელია ლიდერობის სწავლა. ორივე თეორიის შეერთებამ წარმოშვა „სიტუაციური თეორია“, რომელთა წარმომადგენლები თვლიან, რომ სოციალური და კონკრეტული სიტუაცია წარმოშობს ლიდერს.
URI: https://openscience.ge/handle/1/137
Appears in Collections:კოლოკვიუმები, სემინარები, პროექტები/პროსპექტუსები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Nana Giorgashvili -seminari.pdfპოლიტიკური ლიდერები და ელიტები გარდამავალი პერიოდის საქართველოში359.9 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s) 5

147
checked on Jul 16, 2019

Download(s) 50

112
checked on Jul 16, 2019

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.