Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1126
Title: სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის მნიშვნელობა და თავისებურებები
Authors: ზარანდია, სოფიკო 
Advisor: ზოიძე, ბესარიონ 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: სამოქალაქო პასუხისმგებლობა
პასუხისმგებლობის დაზღვევა
მესამე პირთა ინტერესის დაცვა
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ზოგადად სამოქალაქო სამართლისა და დაზღვევის სამართლის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს. საზოგადოების განვითარებასა და სოციუმის წევრების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებასთან ერთად დღითიდღე იზრდება საზოგადოების თითოეული წევრის პასუხისმგებლობა მის მიერ განხორციელებული ყოველგვარი ქმედებისათვის. ზოგადად, ტერმინი „პასუხისმგებლობა“ კანონით გათვალისწინებული მოვალეობაა, რომელიც გულისხმობს პასუხისგებას საკუთარ ქმედებაზე ან უმოქმედობაზე. პასუხისმგებლობა შეიძლება აღებულ იქნეს ნებაყოფლობით ან ის პირს ნორმატიული აქტების საფუძველზე დაეკისროს .
სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში დგება იმ შემთხვევაში, როდესაც პასუხისმგებელი სუბიექტი თავისი ქმედებით სხვა პირისადმი ზიანის მიმყენებლად გვევლინება. ასეთი შემთხვევების რაოდენობის ზრდა სამოქალაქო ურთიერთობათა მრავალფეროვნების ზრდის პირდაპირპროპორციულია. „რამდენადაც საზოგადოების განვითარებასთან ერთად იზრდება უარყოფითი გარემოებების დადგომის საშიშროება, იმდენად იზრდება დაზღვევის მოთხოვნილება“. ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული სუბიექტები „სულ უფრო მეტ პასუხს აგებენ მცირე მიზეზის გამოც კი“ , რაც განაპირობებს იმას, რომ დაზღვევის ინსტიტუტი პასუხისმგებლობის სამართლის განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. დაზღვევას ექვემდებარება არა მხოლოდ გარე ძალების მიერ მიყენებული ზიანი, არამედ ის ზიანიც, რომლიც შესაძლოა ერთმა პირმა თავისი ქმედებით მიაყენოს სხვა პირის ქონებას, სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
URI: https://openscience.ge/handle/1/1126
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro zarandia.pdfსამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის მნიშვნელობა და თავისებურებები602.04 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

368
checked on Apr 18, 2024

Download(s)

1,917
checked on Apr 18, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.